დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვან ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამას ხელახალი აკრედიტაცია მიენიჭა

30 მარტი 2022

29 მარტს , განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, კავკასიის მედიცინისა და ჯანდაცვის სკოლის, დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვან ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო  პროგრამას 7 წლიანი ხელახალი აკრედიტაცია მიანიჭა.

 

პროგრამამ ქართულ აკრედიტაციასთან ერთად მიიღო სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) აკრედიტაცია, რაც გულისხმობს დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო  პროგრამის კურსდამთავრებულების მიერ მიღებული განათლების აღიარებას შეერთებულ შტატებში და მის ფარგლებს გარეთ, რაც საშუალებას მისცემს მათ დასაქმდნენ და სწავლა გააგრძელონ ნებისმიერ ქვეყანაში.