ჯანდაცვის მენეჯმენტის ლექცია სკოლა IB მთიების მოსწავლეებისთვის

29 სექტემბერი 2022

29 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში „ლიბრარეა“, საჯარო სკოლა „Ib მთიები“-ის მე-12 კლასის მოსწავლეები კავკასიის მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის დეკანს გიორგი მახარაშვილს შეხვდნენ.

 

ღონისძიებაზე განხილული იყო ჯანდაცვის მენეჯმენტის პროგრამის შინაარსი და კურიკულუმი, ასევე ის პერსპექტივები რაც ამ პროგრამის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ. შეხვედრაზე, მოყვანილი იყო სხვადასხვა შემთხვევები ჯანდაცვის მენეჯმენტის სფეროდან, რომელიც მოსწავლეებთან ერთად გაანალიზდა.

 

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, დამსწრე აუდიტორიამ ამომწურავი პასუხები მიიღო, მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე.

 

ლექციას, ასევე, სკოლა „Ib მთიები“-ის მხრიდან მე-12 საბუნებისმეტყველო კლასის კოორდინატორი მანონი სიხარულიძე ესწრებოდა.

 

აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტი და სკოლა აიბი მთიები წლებია, რაც ურთიერთთანამშრომლობენ და ახორციელებენ ერთობლივი ღონისძიებებსა თუ სხვადასხვა აქტივობებს.