კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის (CMS), დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი პროგრამის მე-2 კურსის სტუდენტები, საზაფხულო პრაქტიკის გასავლელად, ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ესტუმრნენ.
პირველ დღეს, სტუდენტები ცენტრის გენერალურ დირექტორს, გოჩა ბაკურაძეს შეხვდნენ და ადმინისტრაციული პერსონალი გაიცნეს. გამართული დისკუსია-სემინარის ფარგლებში, სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია საზაფხულო პრაქტიკის სპეციფიკის და მუშაობის პრინციპების შესახებ, რის შემდეგაც, ისინი ცენტრის სხვადასხვა განყოფილებაში გადანაწილდნენ.
სტუდენტები პრაქტიკას 22-28 აგვისტოს განმავლობაში გაივლიან.