29-30 მარტს, ინდოეთში, ბიზნესის მენეჯმენტისა და სოციალური ინოვაციების თემაზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა კავკასიის ეკონომიკის სკოლის დეკანი, იოსებ ბერიკაშვილი. მან ისაუბრა თემაზე: „მუნიციპალური ფინანსების მენეჯმენტის ოპტიმიზაცია ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენებით.“
კონფერენცია ტარდება ჩოდრი ბანსი ლაის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც ბჰივანიში, ჰარაიანას შტატში მდებარეობს. მისი ორგანიზატორია კომერციისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი.
კავკასიის ეკონომიკის სკოლის დეკანი საერთაშორისო კონფერენციის საპატიო სტუმარი და მთავარი მომხსენებელი იყო. კონფერენციას ესწრებოდნენ პროფესორები და სხვა მოწვეული სტუმრები.