კავკასიის ეკონომიკის სკოლის და საქართველოს ეროვნული ბანკის საჯარო ლექციების სერია

4 მარტი 2019

4 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის ეკონომიკის სკოლის და საქართველოს ეროვნული ბანკის საჯარო ლექციების სერია დაიწყო. პირველი ლექცია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ გამართა.

 

კობა გვენეტაძემ კავკასიის ეკონომიკის სკოლის სტუდენტებს ქვეყნის მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა და ეროვნული ბანკის ფუნქციები და ამოცანები გააცნო.   პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კავკასიის ეკონომიკის სკოლის სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

 

ეროვნული ბანკისა და ეკონომიკის სკოლის საჯარო ლექციების სერია ეროვნულ ბანკსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის 2018 წელს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.

 

სტუმრებს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და კავკასიის ეკონომიკის სკოლის დეკანმა იოსებ ბერიკაშვილმა უნივერსიტეტის კამპუსი დაათვალიერებინეს.