CSE-ის ეკონომიკის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, ლელა სერებრიაკოვას სადოქტორო ნაშრომის დაცვა

11 ივლისი 2024

11 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტში ეკონომიკის სკოლის ეკონომიკის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის სტუდენტის, ლელა სერებრიაკოვას სადისერტაციო ნაშრომის - „Value for Money in Public Health Spending in Georgia: A Decade of Progress Towards Universal Health Coverage“  საჯარო დაცვა გაიმართა.

 

სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო- ნინო დავითაია პროფესორი.

 

სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა სადისერტაციო კოლეგიის წინაშე, შემდეგი შემადგენლობით:

 

  • ერეკლე პირველი, პროფესორი, ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
  • ვანო ბენიძე, პროფესორი, ეკონომიკის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
  • თენგიზ ვერულავა, პროფესორი, ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
  • ნინო დავითაია პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტი;
  • სოფიკო სხირტლაძე, მოწვეული ლექტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET);

 

დაცვაზე დოქტორანტმა წარადგინა ნაშრომის პრეზენტაცია და უპასუხა დასმულ შეკითხვებს, რის შემდეგაც ნაშრომზე საკუთარი შეფასებები წარმოადგინა რეცენზენტმა, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა თენგიზ ვერულავამ.

 

სადისერტაციო კოლეგიის შეფასებით, ლელა სერებრიაკოვამ წარმატებით დაიცვა ნაშრომი და მიენიჭა ეკონომიკის დოქტორის ხარისხი.