14 დეკემბერს კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის ეკონომიკის სკოლის, ეკონომიკის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის სტუდენტის, დავით უტიაშვილის სადისერტაციო ნაშრომის - Measuring Shadow Economy in Georgia Using Household Microdata დაცვა გაიმართა. დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელ იყო ასისტენტ-პროფესორი, მარიამ ხარაიშვილი.
სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა სადისერტაციო კოლეგიის წინაშე, შემდეგი შემადგენლობით:
სოფიკო სხირტლაძე, მოწვეული ლექტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET);
- მარიამ ხარაიშვილი, ასისტენტ-პროფესორი, ეკონომიკის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
- ვანო ბენიძე, პროფესორი, ეკონომიკის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
- ერეკლე პირველი, პროფესორი, ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
- თენგიზ თაქთაქიშვილი, პროფესორი, ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი.
დაცვაზე დოქტორანტმა წარადგინა ნაშრომის პრეზენტაცია და უპასუხა დასმულ შეკითხვებს, რის შემდეგაც ნაშრომზე რეცენზენტის, (პროფესორი ვანო ბენიძის) შეფასებები წარმოადგინა კომისიის თავმჯდომარე სოფიკო სხირტლაძემ.
სადისერტაციო კოლეგიის შეფასებით, დავით უტიაშვილმა წარმატებით დაიცვა ნაშრომი და მიენიჭა ეკონომიკის დოქტორის ხარისხი.