საბაკალავრო ნაშრომების დაცვა ეკონომიკის სკოლაში

17 ივლისი 2020

17-დან 23 ივლისამდე კავკასიის ეკონომიკის სკოლაში დისტანციურად ჩატარდა საბაკალავრო ნაშრომების დაცვა.

 

ნაშრომების თემები ეხებოდა ისეთ საინტერესო და აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა: შრომის ბაზარი და მისი გავლენა ეკონომიკაზე, აგრარული ეკონომიკის საკითხები, ეკონომიკა პოსტ პანდემიურ პერიოდში, საგარეო ვაჭრობა, განათლების ეკონომიკა და ა.შ.

 

კომისია დაკომპლექტებული იყო კავკასიის ეკონომიკის სკოლის პროფესორებისგან, საბაკალავრო ნაშრომი წარმატებით დაიცვა 71-მა სტუდენტმა, მათ პროფესორებისგან მიიღეს  შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის აუცილებელი რჩევები და რეკომენდაციები.