22 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში, ეკონომიკის სკოლის პირველი შიდა სასკოლო- სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა ეკონომიკის სკოლის სტუდენტებმა მიიღეს. მათ თავიანთი ნაშრომები სხვადასხვა თემაზე წარადგინეს და საქართველოსა და მსოფლიოს წინაშე არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებზე იმსჯელეს.
გამარჯვებულები გახდნენ:
I ადგილი - ნინო კობაიძე, არჩილ არჯევანიძე - მომავლის გამოწვევა ანუ როგორ შეიძლება შეცვალოს ბლოკჩეინმა ჩვენი ყოველდღიურობა
II ადგილი - ანი აფციაური - კაპიტალის ბაზრის განვითარების ძირითადი ტენდენციები საქართველოში
III ადგილი - გვანცა მიმინოშვილი, ელენე როდონაია - სარაჯიშვილის სახლი
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს დავით ესათიამ, თემით - ფულის მომავალი და ნათია კობაიძემ თემით - დანაზოგების მართვა და მასთან დაკავშირებული პრობლემები საქართველოს ფინანსურ ბაზარზე.
კონფერენციის მონაწილეებს სერტიფიკატები და წიგნები გადაეცათ.