15-25 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის სტუდენტი, დავით ესათია, ევროპის საგანმანათლებლო ცენტრის პროგრამის ფარგლებში და კავკასიის უნივერსიტეტის მხარდაჭერით, სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა ევროკავშირის უმაღლეს ორგანოებში:
- ევროპის საბჭო (ბრიუსელი-ბელგია)
- ევროკომისია (ბრიუსელი-ბელგია)
- ევროპარლამენტი (ბრიუსელი-ბელგია)
- ევროპარლამენტი, პლენარული სესია (სტრასბურგი-საფრანგეთი)
- ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი (ბრიუსელი-ბელგია)
- ევროპის რეგიონალური კომიტეტის აპარატი (ბრიუსელი-ბელგია)
დავით ესათია იმყოფებოდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ჰააგა-ნიდერლანდები), სადაც გაეცნო საერთაშორისო სასამართლოს მუშაობის პრინციპსა და სტრუქტურას.