კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები ამერიკის საელჩოს პროექტში

18 მაისი 2019

15-18 მაისს, კავკასიის ეკონომიკის სკოლის სტუდენტმა, დავით ესათიამ და კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის სტუდენტმა, გიორგი ესაიაშვილმა ამერიკის საელჩოს მიერ ორგანიზებულ პროექტში „მომავლის ლიდერთა დიპლომატია და კრიტიკული აზროვნება“ მიიღეს მონაწილეობა.

 

ამერიკის საელჩომ საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან შეარჩია 15 მონაწილე, ახალგაზრდა ლიდერი თითო ქვეყნიდან, რომელთაც ჰქონდათ გამოცდილება აღნიშნულ სფეროში.

 

პროექტის ფარგლებში ამერიკელმა ექსპერტებმა ჩაატარეს სესიები დიპლომატიური, ლიდერული, კრიტიკული აზროვნებისა და მოლაპარაკებების უნარების გაღრმავებაში. მათ ასევე განიხილეს დიპლომატიის როლი, სტრატეგიებისა და საინფორმაციო სისტემების მნიშვნელობა.

 

მსგავსი დიალოგისა და შეხვედრების ჩატარება ახალგაზრდა ლიდერებს შორის მნიშვნელოვანია, რადგან ხელს უწყობს კონფლიქტების მოგვარებასა და მშვიდობის მშენებლობის პროცესს.