CSE-ის საბაკალავრო ნაშრომების დაცვა

3 ივლისი 2024

3 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის საბაკალავრო ნაშრომების დაცვა გაიმართა.

 

კომისიის წინაშე 16 სტუდენტი წარსდგა.

 

დაცვაზე წარდგენილი იყო ისეთი პრობლემური და აქტუალური საკითხები, როგორიცაა:

 

  • მწვანე ეკონომიკისთვის საქართველოში ენერგორესურსების განვითარების მნიშვნელობა;
  • რეზერვების როლი ფინანსურ სტაბილურობაში;
  • საქართველოს ტრანზიტული გზა და ტრანზიტული პოტენციალის გამოყენების თანამედროვე გამოწვევები;
  • პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სექტორული ეფექტი ეკონომიკის ზრდაზე საქართველოსა და ბალტიის ქვეყნებში;
  • გადასახადების გავლენა ეკონომიკურ აქტივობასა და ფინანსურ სტაბილურობაზე; ატომური ენერგიის განვითარების შესაძლებლობა  საქართველოში;
  • აზარტული თამაშების განვითარების პოტენციალი საქართველოში; ანტიმონიპოლიური კანონმდებლობის და კონკურენციის რეალობა განვითარებულ ქვეყნებში;

 

კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი - ვანო ბენიძე, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი - თენგიზ თაქთაქიშვილი და კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის მოწვეული ლექტორი - ნათია გიგაური.