CSE-ის საბაკალავრო ნაშრომების დაცვა

3 ივლისი 2024

2 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის საბაკალავრო ნაშრომების დაცვა გაიმართა.

 

კომისიის წინაშე 18 სტუდენტი წარსდგა.

 

დაცვაზე წარდგენილი იყო ისეთი პრობლემური და აქტუალური საკითხები, როგორიცაა:

 

  • აზარტული თამაშები და მისი წილი საქართველოს ბიუჯეტში;
  • დასაქმება და ხელფასების უთანასწორობა, ანალიზი საქართველოს მაგალითზე;
  • მარიხუანის ლეგალიზაციის პოტენციური სარგებელი საქართველოს ეკონომიკისთვის;
  • თბილისის ღამის ეკონომიკის შესაძლებლობების პოტენციალი;
  • საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარება საქართველოში;
  • ვიდეოთამაშების მზარდი ინდუსტრიის გამოწვევები;
  • ეკონომიკური ზრდის გავლენის შეფასება გარემოს მდგრადობაზე;
  • საქართველოს საგადასახადო პოლიტიკის როლი მწვანე ტრანზიციაში;
  • აზარტული თამაშები და მისი წილი საქართველოს ბიუჯეტში;
  • სახელმწიფო ვალის გავლენა საპროცენტო განაკვეთებსა და ინვესტიციებზე: ანალიზი საქართველოს მაგალითზე;

 

კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი - ერეკლე პირველი, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი - ვანო ბენიძე და კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის მოწვეული ლექტორი - ნათია გიგაური.