CSE-ის სტუდენტი „ამერიკის ინსტიტუციების მცოდნეობის” პროგრამაზე

27 აგვისტო 2019

კავკასიის ეკონომიკის სკოლის სტუდენტი დავით ესათია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის „ამერიკის ინსტიტუციების მცოდნეობის” (Study of the US Institutes) პროგრამაზე შეარჩიეს. კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი ამერიკაში 6 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა და სწავლობდა ნიუ იორკის ბარდის კოლეჯში.

 

პროგრამა მოიცავდა სპეციალურ კურსებს ლიდერობასა და სამოქალაქო ჩართულობაში, ინტერაქციულ დისკუსიებს, პროექტების შემუშავების პრაქტიკას, შეხვედრებს სხვადასხვა თანამდებობის პირებთან და ვიზიტებს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში.

 

ნიუ-იორკში ყოფნისას ერთ-ერთ ნაწილს წარმოადგენდა ვიზიტი გაეროს შტაბ-ბინაში, სადაც მონაწილეებმა გაიღრმავეს ცოდნა საერთაშორისო ორგანიზაციის მუშაობის პრინციპის კუთხით.

 

შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა ვაშინგტონში, სადაც მონაწილეებმა წარადგინეს პროექტები, მათ შორის იყო დავით ესათიას პროექტი "აირჩიე მშვიდობის მშენებლობა."