საჯარო ლექცია - საერთაშორისო სავალუტო ფონდის და საქართველოში მისი როლის მიმოხილვა

1 მარტი 2024

1-ელ მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა შეხვედრა ენდრიუ ჯუელთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში.ენდრიუ ჯუელს კავკასიის ეკონომიკის სკოლის დეკანმა - სოსო ბერიკაშვილმა უმასპინძლა.

 

შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: სსფ-ს და მისი როლი საქართველოში; საიდან იღებს სსფ შემოსავალს?;რა არის მისი მიზნები? როგორია საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა? და სხვა.

 

ენდრიუ ჯუელი იყო ბოსნიისა და ჰერცეგოვინაში სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი.ის 2010 წლიდან მუშაობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდში ვალის მდგრადობის საკითხებზე დაბალშემოსავლიან ქვეყნებში, ასევე იყო უფროსი ეკონომისტი და ფარავდა ისეთ ქვეყნებს როგორიცაა ალჟირი, ბელგია, საფრანგეთი, ლატვია და ირლანდია. სსფ-მდე მან ათი წელი გაატარა როგორც ეკონომისტმა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტში, მათ შორის პარიზის კლუბის მოდერატორად და სამი წელი ფინანსურ ანალიტიკოსად ნიუ-იორკის ფედერალურ სარეზერვო ბანკში. ენდრიუ ჯუელი ფლობს მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებსა და ეკონომიკაში ჯონ ჰოპკინსის უმაღლესი საერთაშორისო კვლევების სკოლაში.

 

შეხვედრა წარიმართა ინტერაქციული ქვიზის რეჟიმში.