18-19 სექტემბერს თბილისში "რეგიონული განვითარების ეროვნული კონფერენცია" გაიმართა.
კონფერენციაზე კავკასიის ეკონომიკის სკოლის კვლევითი ცენტრის, თსუ-ს და CIG-ის გამოყენებითი კვლევის შედეგების პრეზენტაცია CSE-ის დეკანმა, იოსებ ბერიკაშვილმა წარადგინა.
"იმერეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის კონკურენტული უპირატესობების კვლევა" ევროკავშირსა და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი - CTC-ის შორის დადებული საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის: ,,რეგიონების მხარდაჭერა მდგრადი განვითარებისთვის“ (ARSD) ფარგლებში ჩატარდა.
კონფერენციას ესწრებოდნენ სხვადასხვა სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, საქართველოში მოქმედი ფონდებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები.