ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან

20 დეკემბერი 2019

20 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტისა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და საქსატის დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.

 

მემორანდუმის მიზანია, სტუდენტების დახმარება ხარისხიანი განათლების მიღებასა და თვითრეალიზაციაში, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ  პროგრამის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული განმტკიცება, გამოცდილების გაზიარება, სტუდენტებისათვის დარგობრივი კომპეტენციების განმტკიცება და შესაბამისი  უნარების განვითარება.

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. სტუმარმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „ოფიციალური სტატისტიკის სისტემის განვითარების ძირითადი მიმართულებები“.

 

მემორანდუმი კავკასიის ეკონომიკის სკოლის ინიციატივით გაფორმდა.