მიღების წესები

სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:

 

  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი
  • ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდების ჩაბარება
  • კავკასიის ეკონომიკის სკოლის მიერ ორგანიზებული გასაუბრების წარმატებით გავლა
  • პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლად აუცილებელია ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა, რაც დასტურდება დიპლომის დანართით ან წარმოდგენილი ენის სერტიფიკატით, ან შიდა საუნივერსიტეტო ტესტირებით


წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

დოკუმენტები შეგიძლიათ წარმოადგინოთ ადგილზე ან ატვირთოთ ონლაინ

 

  • ნოტარიულად დამოწმებული დიპლომის ასლი + ნიშნების ფურცელი
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • სამხედრო ბილეთი (ვაჟებისათვის)
  • 2 ფოტოსურათი 3X4
  • სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 500 სიტყვისა)
  • 2 რეკომენდაცია
  • შევსებული აპლიკაციის ფორმა

 

იმ შემთხვევაში თუ საბუთებს წარმოადგენთ ონლაინ, გთხოვთ მოთხოვნილი საბუთები (ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე) ატვირთოთ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის ბმულზე

 

თარიღები

  • საბუთების მიღება -  16 სექტემბერი A 2 ოთახი, ან ელექტრონული ფორმით (ასატვირთი საბუთების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე)
  • შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება (ჩატარდება ონლაინ) - 17 სექტემბერი
  • გამოცდა ინგლისურ ენაში (საჭიროების შემთხვევაში) - 17 სექტემბერი
  • CU გრანტის გამოცდა - 17 სექტემბერი

 

გადახდის პირობები

სწავლის საფასურის გადახდა ხდება სემესტრულად, აღებული კრედიტების შესაბამისად.

 

მაგისტრატურაში სწავლის დაფინანსება სახელმწიფო გრანტთან ერთად შეგიძლიათ CU გრანტით, რომელიც გულისხმობს 50%-იან დაფინანსებას პროგრამის სრულ ღირებულებაზე.

 

CU გრანტის მოპოვების ორი შესაძლებლ

  • თუ ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამურ ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი

 

  • თუ საერთო სამაგისტრო გამოცდაზე  დააგროვებთ მაქსიმალური საგრანტო ქულის  65% და მეტს 

 

თუ ორი პირობიდან რომელიმეს აკმაყოფილებთ შესაძლებლობა გექნებათ ჩაერთოთ საგრანტო კონკურსში და მოიპოვოთ დაფინანსება.

 

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური ღირებულება შეადგენს:
 
CU სტანდარტული გადასახადი CU გრანტის მოპოვებისას CU და სახელმწიფო გრანტის მოპოვებისას
 4 950 ლარი 2 475 ლარი  1 350 ლარი 
 
იმ შემთხვევაში თუ კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს არ აქვს GPA (3,5 და მეტი), ის მიიღებს სრული პროგრამის 10%-იან დაფინანსებას.