სამაგისტრო პროგრამა მოიცავს 120 ECTS კრედიტს, წელიწადში - 60 ECTS კრედიტს, სემესტრში - 30 ECTS კრედიტს. შესაბამისად, სამაგისტრო პროგრამის ოპტიმალური ვადა შეადგენს 2 წელს, დასაშვები - 4 წელს.
ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა შედგება სავალდებულო და არჩევითი საგნებისგან, სასწავლო პრაქტიკისა და სამაგისტრო ნაშრომისგან.
სამაგისტრო პროგრამის ძირითადი მიმართულებებია:
- ეკონომიკური პოლიტიკა
- დასაქმების პოლიტიკა ევროკავშირში
- კეთილდღეობის სახელმწიფოს ევროპული მოდელები
- შრომითი ურთიერთობები და სოციალური დიალოგი
- ევროპის საკანონმდებლო რეგულაციები ადამიანის უფლებათა და შრომით ურთიერთბებში
- აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების გამოცდილება ევროკავშირში ინტეგრაციისა და ტრანსფორმაციის თვალსაზრისით