პროგრამის მიმოხილვა

პროგრამის დასახელება: ეკონომიკის სადოქტორო პროგრამა

ხანგრძლივობა: 3 წელი

სწავლების ენა: ინგლისური

მოცულობა: 60 ECTS კრედიტი და კვლევითი კომპონენტი                                                                                                                                                           

 

კავკასიის უნივერსიტეტს გააჩნია სადოქტორო პროგრამების განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილება. უნივერსიტეტი რამდენიმე წელია ახორციელებს ეკონომიკის სადოქტორო პროგრამას უცხოელ პარტნიორებთან ერთად. სადოქტორო სკოლის დაარსების შემდეგ სკოლის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად შეიქმნა ეკონომიკის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამა.

 

ეკონომიკის სადოქტორო პროგრამა წარმოადგენს უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის პროგრამას და მისი მიზანია, მოამზადოს მკვლევარი, რომელსაც ექნება თეორიული და ანალიტიკური უნარ-ჩვევები დაგეგმოს და ჩაატაროს დამოუკიდებელი კვლევა ეკონომიკის მიმართულებით.

 

პროგრამა ორიენტირებულია მოამზადოს მკვლევარი მაკროეკონომიკის მიმართულებით და ამასთანავე პროგრამის მიზანია კურსდამთავრებული ფლობდეს სრულფასოვან ცოდნას მიკროეკონომიკის დარგში. პროგრამა ორიენტირებულია კურსდამთავრებულმა შეძლოს ინტელექტუალურ საქმიანობაში ჩართვა და სხვადასხვა აკადემიური ნამუშევრის ანალიზი და შეფასება. პროგრამის მიზანია დოქტორანტი იცნობდეს კვლევის ეთიკურ ნორმებს და იყოს ჩართული პროფესიულ საქმიანობაში. პროგრამის კურსდამთავრებულს მიენიჭება ეკონომიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

 

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ეკონომიკის დოქტორი