25 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ახალგაზრდა დიპლომატთა ინიციატივის (JDI) შეხვედრა სახელმწიფო მართვის სკოლის სტუდენტებთან.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სტუდენტებს სამომავლო შეხვედრების და გუნდის წევრობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
შეხვედრის ბოლოს, სტუდენტების შეკითხვებს JDI-ს პრეზიდენტმა თაკო ჯობავამ და ვიცე-პრეზიდენტმა ქეთი კანთელაძემ უპასუხეს.