14 ივლისს კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომის დაცვა გაიმართა.
სამაგისტრო ნაშრომის ზეპირი დაცვის კომისიაში იყვნენ:
- ეკა აკობია, საერთაშორისო ურთიერთბების დოქტორი, სკოლის დეკანი
- თორნიკე თურმანიძე, საერთაშორისო ურთიერთბების დოქტორი, სკოლის ასოცირებული პროფესორი
- გრიგოლ გეგელია, მოწვეული ლექტორი
- ლევან გერაძე, მოწვეული ლექტორი
კომისიის წინაშე მაგისტრანტებმა წარადგინეს შემდეგი სამაგისტრო ნაშრომები:
- ნოდარ ქვარაია, სამაგისტრო ნაშრომი: „დემოკრატიული ფაქტორის გავლენა რუსეთისა და თურქეთის საგარეო პოლიტიკაზე საქართველოს მიმართ 2004-2017 წლებში“
- ანა ცუცუნაშვილი, „Fear as the States’ Main Incentive for Action“
- თეონა პაპიძე, „ტრანსფორმაციული დიალოგი: მესამე მხარის როლი ქართულ-აფხაზური დიალოგის მიმდინარეობასა და შედეგებზე”
მაგისტრანტებმა წარმატებით დაიცვეს სამაგისტრო ნაშრომი და კომისიისგან მიიღეს შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის აუცილებელი რჩევები და რეკომენდაციები.