CSG-ის დოქტორანტის მარიამ ტარასაშვილის სტატია ტალინის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალ "East -West Studies"-ში გამოქვეყნდა

7 ივნისი 2024

კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დოქტორანტის მარიამ ტარასაშვილის სტატია  ტალინის უნივერსტეტის სამეცნიერო ჟურნალ "East -West Studies"-ში გამოქვეყნდა.

 

მიმდინარე ნომრის ავტორები არიან ასევე ჰარვარდის უნივერსიტეტის, იელის უნივერსიტეტის, ტამპერეს უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

 

მარიამ ტარასაშვილის სტატია სახელწოდებით "New Era of uncertainties: How U.S. Foreign Aid Works in Times of War" შეეხება საგარეო დახმარების სირთულეებს ომის პერიოდში, აშშ-სა და უკრაინის მაგალითზე, 2022-2023 წლებში.

 

სტატიაში განხილულია რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დამაზიანებელი ეფექტები უკრაინისა და ევროპის კრიტიკულ რესურსებზე, ინფრასტრუქტურაზე და დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული მშვიდობის შენარჩუნების პროცესზე. წარმოჩენილია საგარეო დახმარების, როგორც ინსტრუმენტის როლი  მშვიდობისა და დემოკრატიის აღდგენაში. სტატიაში ხაზგასმულია და მონაცემებით დადასტურებულია, რომ უკრაინა გახდა პირველი ევროპული ქვეყანა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომელიც იღებს აშშ-ს ყველაზე დიდი მოცულობის დახმარებას მსოფლიოში.

 

ავტორი ვარაუდობს, რომ აშშ-ს დახმარება უკრაინისადმი მიმართულია რეგიონში ავტორიტარული გავლენების წინააღმდეგ და დემოკრატიული პრინციპების დაცვას გულისხმობს, მაგრამ ასევე აჩვენებს, რომ დახმარების გაცემაზე გავლენას ახდენს მიმღების ერთგულება ლიბერალური ღირებულებებისადმი, მათ შორის მშვიდობის ხელშეწყობა, ძლიერი ეკონომიკისა და დემოკრატიის განვითარებისაკენ სწრაფვა.

 

"EAST-WEST STUDIES" არის ტალინის უნივერსიტეტის მმართველობის, სამართლისა და საზოგადოების სკოლის სოციალური მეცნიერებების რეცენზირებული ჟურნალი. იგი 2007 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად გამოდის. 

 

სტატიის ბმული.