CSG-ის სტუდენტები ათენში

1 დეკემბერი 2019

29 ნოემბერი - 1 დეკემბრის პერიოდში კავკასიის უნივერსიტეტის დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა, მაკა გოგრიჭიანმა და დემეტრე რუხაძემ მონაწილეობა მიიღეს პირეუსის უნივერსიტეტში ორგანიზებულ  მრავალმხრივი მოლაპარაკების მოდელირებაში. სტუდენტებმა ინფორმაცია მიიღეს მრავალმხრივი მოლაპარაკების ფორმატზე, არაერთ პრაქტიკულ დეტალსა და წესზე. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ პირეუსის უნივერსიტეტის ენერგეტიკული უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტები.

 

მოდელირების თანაორგანიზატორი იყო საქართველოს ელჩი საბრძნეთში იოსებ ნანობაშვილი. ღონისძიების ფარგლებში წარდგენილ იქნა მისი პუბლიკაცია „Multilateral diplomacy: negotiating at an international conference.”

 

ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანმა ეკა აკობიამ მომავალი თანამშრომლობის მიზნით, გაცნობითი შეხვედრები გამართა პირეუსის უნივერსიტეტის საერთაშორისო და ევროპული კვლევების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან და განიხილა საკითხები, სტუდენტების გაცვლისა და ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზების მიმართულებით.