დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო და საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამების ხელახალი აკრედიტაცია

23 აპრილი 2019

23 აპრილს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის 2 სამაგისტრო პროგრამას: დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობები და საჯარო მმართველობა ხელახალი აკრედიტაცია 7 წლის ვადით მიენიჭა.

 

კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლა დაარსდა 2009 წელს. სკოლის მიზანია თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით აღჭურვილი პროფესიონალი საჯარო მოხელეების, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებისა და დიპლომატების აღზრდა; ქვეყანაში სახელმწიფო მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროებში პროფესიონალიზმისა და მაღალი ეთიკური სტანდარტების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.