Nispacee საორგანიზაციო კომიტეტის შეხვედრა ბუდაპეშტში

12 ნოემბერი 2019

8 ნოემბერს კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანმა, ეკა აკობიამ მონაწილეობა მიიღო  ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტებისა და სკოლების საჯარო ადმინისტრირების ქსელის (Nispacee) საორგანიზაციო კომიტეტის სამუშაო შეხვედრაში, რომელსაც უმასპინძლა კორვინუსის უნივერსიტეტმა (ბუდაპეშტი, უნგრეთი). 

 

კომიტეტის წევრების შეხვედრის მიზანი ყოველწლიური კონფერენციის საორგანიზაციო საკითხები იყო. ნისპასის 28-ე ყოველწლიური კონფერენცია გაიმართება 14-16 მაისს, 2020  (სპლიტი, ხორვატია). კონფერენციაზე მოხსენებების რეგისტრაცია 20 ნოემბრამდე გრძელდება. კონფერენცია განსაკუთრებულ შესასძლებლობას წარმოადგენს საჯრო მმართველობით დაინტერესებული მკვლევარებისა და ექსპერტებისთვის, წარადგინოს და შემდგომ გამოსცეს საკუთარი კვლევა.

 

Nispacee არის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტების წარმომადგენლობითი ორგანიზაცია (ამ ეტაპზე ქსელში გაწევრიანებულია რეგიონის 75 უნივერსიტეტი) და ჩართულია საჯარო მართვისა და ადმინისტრირების სფეროში განათლების, ტრენინგების, კვლევისა და პროფესიონალთა ქსელის ჩამოყალიბების საქმეში.

 

2008 წლიდან მოყოლებული ქსელი გამოსცემს ჟურნალს - The NISPAcee Journal of Public Administration and Policy, რომელიც ინდექსირებულია არაერთ აკადემიურ ბაზაში, როგორიცაა ელსევიერი, კლარივატ ანალიტიკა, სიმაგო, ებსკო და ბევრი სხვა.