14 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის ორგანიზებით, გაიმართა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ერიკ ჰოგის საჯარო ლექცია.
მისიის ხელმძღვანელმა მოკლედ მიმოიხილა მისიის ისტორია და მისი მანდატის ფარგლებში საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. მან, ასევე, სტუდენტებს გააცნო საქართველოში მისიის მუშაობის 10 წლის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოები და არსებული გამოწვევები.
ლექციის მიზანი ოყო ევროკავშირისა და მისი სადამკვირვებლო მისიის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდების დაინტერესება.
ლექციის ბოლოს, მისიის ხელმძღვანელმა უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს.