კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის ასოცირებული პროფესორის, გიორგი ცხადაიას პუბლიკაცია „ჰაბერმასიდან დერიდამდე სეკულარული უნივერსალიზმის რბილი ფორმა“ გამოიცა ვილნიუსის უნივერსიტეტის პრესის გამოცემა Problemos-ში.
სტატიაში ავტორი ამტკიცებს, რომ სეკულარული უნივერსალიზმი არ უნდა გავიგოთ იურგენ ჰაბერმასის დეონტოლოგიური ლიბერალური პრინციპების ჩარჩოში. ჰაბერმასი დამაჯერებლად ვერ ხსნის, თუ როგორ შეიძლება ამ პრინციპების განურჩევლად ყველა შემთხვევაზე მორგება. ამის მიუხედავად, ავტორი ფიქრობს, რომ სეკულარიზმის უნივერსალისტურ ამბიციებზე უარი მაინც არ უნდა ვთქვათ. ჰაბერმასის "ხისტი" სეკულარული უნივერსალიზმის ჩასანაცვლებლად, ავტორი გვთავაზობს, რომ გავყვეთ ჟაკ დერიდას მიერ რელიგიის კანტისეული კრიტიკის დეკონსტრუციას. ამ გზით, შესაძლებლებელი იქნება მაქსიმალურად კონტექსტზე მორგებული სეკულარული პრინციპების გამოყვანა.