ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კავკასიის უნივერსიტეტსა და საჯარო სამსახურის ბიუროს შორის

14 ივლისი 2023

კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის ადმინისტრაციის ინიციატივით და კავკასიის უნივერსიტეტის  კარიერული განვითარების და დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის ორგანიზებით, 2023 წლის 14 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტსა და საჯარო სამსახურის ბიუროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

მხარეები თანხმდებიან დაგეგმონ და განახორციელონ ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ერთი მხრივ ხელს შეუწყობს  კავკასიის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას, ხოლო მეორე მხრივ წვლილს შეიტანს  ბიუროში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების განვითარებაში.

 

მემორანდუმის მიზანია კავკასიის უნივერსიტეტსა და ბიუროს შორის დამყარდეს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები, რომელიც საგანმანათლებლო სივრცეს და საჯარო სექტორს დააახლოვებს.