CSG - საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, ნანა ფირცხელანის სადოქტორო ნაშრომის დაცვა

27 ივნისი 2022

24 ივნისს, სახელმწიფო მართვის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, ნანა ფირცხელანის სადისერტაციო ნაშრომის - ,,საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ფორმირების პროცესში ენერგო მომარაგების საკითხის სექურითიზაციის ანალიზი“  საჯარო დაცვა გაიმართა

 

დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო პროფესორი სერგი კაპანაძე.

 

სადისერტაციო ნაშრომის დაცვას ესწრებოდნენ სადისერტაციო კომისიის წევრები:

 

ეკა აკობია, პროფესორი, დეკანი. სახელმწიფო მართვის სკოლა;

ემირ ეთერია, პროფესორი, სახელმწიფო მართვის სკოლა;

გიორგი მუჩაიძე, ასოცირებული პროფესორი, სახელმწიფო მართვის სკოლა;

გიორგი ცხადაია, ასოცირებული პროფესორი, სახელმწიფო მართვის სკოლა;

ფიქრია ასანიშვილი, კომისიის მოწვეული წევრი. პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

დაცვაზე დოქტორანტმა წარადგინა ნაშრომის პრეზენტაცია, რის შემდეგაც ნაშრომზე საკუთარი შეფასებები წარმოადგინეს რეცენზენტებმა ილიას უნივერსიტეტის აფილირებულმა პროფესორმა გიორგი გვალიამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აფილირებულმა პროფესორმა თორნიკე თურმანიძემ. დასასრულს, გაიმართა თემის ირგვლივ სამეცნიერო დისკუსია და დოქტორანტმა უპასუხა დასმულ შეკითხვებს.

 

სადისერტაციო კომისიის შეფასებით,  ნანა ფირცხელანმა წარმატებით დაიცვა ნაშრომი და მიენიჭა საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის ხარისხი.