საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში - „Bulgarian Journal of Psychiatry“ გამოქვეყნდა კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორის თენგიზ ვერულავას და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სოციოლოგიის პროგრამის კურსდამთავრებულის, ლიკა გაბუნიას ერთობლივი სტატია “Exploring stigma associated with mental health services among college students in Georgia”.
სტატია შეისწავლის ქართველი სტუდენტების დამოკიდებულებას მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებისადმი და სტიგმის გავლენას დახმარების მიღების პროცესზე.
ჟურნალი „Bulgarian Journal of Psychiatry“ ინდექსირებულია SCOPUS-ის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში.