7 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, საჯარო ლექცია გაიმართა იტალიური ლიტერატურის კლასიკოსის, პრიმო ლევის წიგნის - „განა ეს ადამიანია“ - შესახებ.
შეხვედრაზე ისაუბრა, იტალიურიდან ქართულ ენაზე მთარგმნელმა, ფილოლოგმა დარეჯან კიკოლიაშვილმა, პრიმო ლევის ნაწარმოების, იტალიური პროზისა და სათარგმნი ლიტერატურის სპეციფიკის შესახებ.
მოდერატორები იყვნენ: კავკასიის უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები: ლევან კაკლიანი და ელენე ჯაფარიძე.