კავკასიის უნივერსიტეტის კვლევითი პროექტი - "ბორჯომის ხეობის IX-X საუკუნეების ხუროთმოძღვრული ძეგლები (ინტერდისციპლინური კვლევა)" შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.
კონკურსი ფუნდამენტური კვლევების ხელშეწყობის მიზნით სამეცნიერო ფონდის მიერ ყოველწლიურად ტარდება.
პროექტის ხელმძღვანელი - კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ისტორიის დოქტორი, თამაზ გოგოლაძე, პროექტის მონაწილეები: ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი - ნინო სილაგაძე, ფილოლოგიის მაგისტრი - დარეჯან გველესიანი, ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრი - ელისაბედ უგულავა, არქიტექტორი - გიორგი ბაგრატიონი.