CSH - ის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

25 მაისი 2017

25 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარდა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის შიდა საუნივერსიტეტო კონფერენცია.

 

კონფერენციის კომისიის თავმჯდომარე იყო შალვა მაჭავარიანი - კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტი. კომისიის წევრები იყვნენ: დავით ნატროშვილი - ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, ელენე ჩომახიძე - კავაკსიის უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი, ფლორა ესებუა - კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, სოციოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი და მალხაზ ფიროსმანიშვილი, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ლექტორი.

 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო თვრამეტმა სტუდენტმა, რომელთა შორის გამოვლინდნენ გამარჯვებულები შემდეგნაირად:

 

I ადგილი: ქეთევან თვალავაძე. საკონფერენციო თემა - "პროფესიული განათლების მიმართ არსებული დისკურსების იდენტიფიკაცია და ანალიზი"

 

II ადგილი: საბა ბაზლიძე. საკონფერენციო თემა - "ფსიქიატრია და ძალაუფლება"  

 

III ადგილი: მაია რიგვავა. საკონფერენციო თემა - "მომავლის ადამიანის ცნობიერების თავისებურებები"

 

სტუდენტებს გადაეცათ კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები, ხოლო გამარჯვებულებს კი სამახსოვრო საჩუქრები.