კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს მკვლევართა მობილობის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

23 იანვარი 2023

კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, დავით თინიკაშვილი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს მკვლევართა მობილობის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.

 

კონკურსი ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული “საქართველოს მკვლევართა მობილობის მხარდაჭერის პროგრამის” (EU fellowships for Georgian researchers, 2023) ფარგლებში.

 

პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას, ქართველ მკვლევართა ინტეგრაციას ევროპის კვლევით სივრცეში, საქართველოს ისტორიის, მეცნიერების, ტექნოლოგიების და ინოვაციების წარმოჩენას საერთაშორისო ასპარეზზე.

 

პროგრამის ფარგლებში დავით თინიკაშვილი ავსტრიისა (თრუმაუ) და გერმანიის (მაინის ფრანკფურტი) უნივერსიტეტებში განახორციელებს კვლევას - „ევროპასთან ადრეული შეხვედრების ისტორიიდან: საქართველოს წარმომადგენელთა მონაწილეობა ფერარა-ფლორენციის კრებაზე პოლიტიკურ და საეკლესიო კონტექსტში“.