კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლამ, ისტორიის პროგრამით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის ესეების კონკურსი ჩაატარა. საკონკურსო თემა იყო: "დავით აღმაშენებელი, როგორც ტოლერანტული მულტიკულტურული სამეფოს შემქმნელი."
5 აპრილს კი კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიბრარეაში“ გამოვლინდა სამი საუკეთესო ნაშრომი, რომლებმაც შემდეგი საპრიზო ადგილები დაიკავეს:
- I ადგილი - სასწავლო ვაუჩერი ისტორიის პროგრამისთვის - 700 ლარი
- II ადგილი - სასწავლო ვაუჩერი ისტორიის პროგრამისთვის - 500 ლარი
- III ადგილი - სასწავლო ვაუჩერი ისტორიის პროგრამისთვის - 300 ლარი
ესეის შეფასების პროცესში გათვალისწინებული იქნა შემდეგი კრიტერიუმები:
გამოკვეთილი თემის მიზანი; საკითხი გააზრებულია და დაცულია თანამიმდევრულობა; თემაში მოყვანილი ფაქტები კორექტულია, ზუსტი და მკაფიოა; გამოყენებულია სათანადო წყაროები და ლიტერატურა; დასკვნები ლოგიკურ კავშირშია განხილულ საკითხებთან; ნაშრომი ენობრივად გამართულია და სტილური ერთგვაროვნება დაცულია.
ისტორიის კონკურსის მიზანი იყო, რომ მოსწავლეებს გამოემუშავებინათ შემდეგი უნარ-ჩვევები: ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი; დასკვნების გაკეთების უნარი; კომუნიკაციის უნარი; სწავლის უნარი; ღირებულებები.