4 აპრილს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ნატოს დაარსების დღესთან დაკავშირებით გამართულ ლექციას, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებიც სტუმრობდნენ.
შეხვედრა გახსნა საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა, ლექცია წაიკითხა - საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკის და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ნატო-ს სამმართველოს უფროსმა - ვერა ხაჟალიამ.
ლექციაზე განიხილეს ნატოს მიზნები და ამოცანები, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, ასევე ყურადღება გაამახვილეს დღეს მიმდინარე საერთაშორისო პოლიტიკურ პროცესებზე. შეხვედრა წარიმართა კითვა-პასუხის რეჟიმში.