CSH გასვლითი ლექცია

14 მაისი 2019

12 მაისს, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ისტორიის სპეციალობის I, II, და III კურსის სტუდენტებს გასვლითი ლექციები ჩაუტარდათ გორის რაიონის მუზეუმებსა და ისტორიულ ძეგლებზე - სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, სტალინის სახლ-მუზეუმში, ასევე უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტორულ მუზეუმ-ნაკრძალსა და ატენის სიონში - ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში.

 

საუბრები შეეხო საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის სხვადასხვა პერიოდს, სტუდენტები გაეცნენ გორის რაიონში მოპოვებულ  არქეოლოგიურ და ეთნოგრაფიულ მასალას, საქართველოში კლდეში ნაკვეთი სამი ძეგლიდან ერთ-ერთის - უფლისციხის როგორც რელიგიურ, ისე საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობებს, VII-XI საუკუნეების ხუროთმოძღვრული ძეგლების არქიტექტურისა და ქართული მონუმენტური ფერწერის თავისებურებებს. პროექტს ხელმძღვანელობდნენ ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი გურანდა ჭელიძე და მოწვეული ლექტორი კახაბერ ჯანელიძე.