28 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. „სისუსტე“ კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტების, ნინუცა სვანიძისა და ანანო გზირიშვილის ერთობლივი ნამუშევარია.
წიგნის პრეზენტაცია, რომელიც გონების შესახებ მოგვითხრობს, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართა, ავტორებათან ერთად, ღონისძიებას კავკასიის უნივერსიტეტის ლიტერატურული კლუბის ხელმძღვანელი მიხეილ ანთაძე უძღვებოდა. პრეზენტაციას დაესწრო უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელიამ ავტორებსა და აუდიტორიას სიტყვით მიმართა.