ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტების გასვლითი ლექცია

22 ივნისი 2021

 

20 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებულმა პროფესორმა, კლარა (ინგა) ქარაიამ, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სალექციო კურსების - მუზეუმთმცოდნეობის და კულტუროლოგია ფარგლებში, სტუდენტებს გასვლითი ლექცია ჩაუტარა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში და ოკუპაციის მუზეუმში.

 

სტუდენტებმა დაათვალიერეს და მიმოიხილეს შემდეგი ექსპოზიციები: "არქეოლოგიური საგანძური", "კავკასიის ბიომრავალფეროვნება", ქვის ხანის საქართველო", "ჩინური ხელოვნება" და "ეთნოგრაფიული ექსპოზიცია". ასევე ნიკო ფიროსმანაშვილის, დავით კაკაბაძის, ელნე ახვლედიანის, ლადო გუდიაშვილის და სხვა ნამუშევრები.