ფოტო-გამოფენა და დისკუსია - ნამდვილი მე საზოგადოებაში

29 მაისი 2023

27 მაისს,  ფსიქიკური ჯანმრთელობის ევროპული კვირეულის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტური ფოტო-გამოფენა - ,,ნამდვილი მე საზოგადოებაში“.

 

გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები ფოტოთერაპიის ჭრილში განიხილა და შეაფასა ფსიქოლოგმა, კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, ფოტოთერაპევტმა ანანო გუნიამ. ნამუშევრების გარშემო წარიმართა საინტერესო დისკუსია, რომელშიც ფსიქოლოგთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღეს ასევე ნამუშევრების ავტორებმა და აუდიტორიის სხვა წევრებმა.

 

ფსიქიკური ჯანმრთელობის ევროპულ კვირეულს კავკასიის უნივერსიტეტი აღნიშნავს  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS + CBHE ინსტიტუციური განვითარების პროექტის „ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (E-PSY)"  ფარგლებში.

 

პროექტის  მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის კავკასიის უნივერსიტეტში, სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების ჩამოყალიბება და გადაწყვეტილების მიმღები პირებისათვის (საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლების) ოფიციალური დოკუმენტების შემუშავება, რათა ამაღლდეს საზოგადოების ცნობიერება  მენტალური ჯანმრთელობის შესახებ და ყურადღება გამახვილდეს ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის მნიშვნელობაზე.