ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამას ხელახალი აკრედიტაცია მიენიჭა

27 დეკემბერი 2022

27 დეკემბერს, განათლების ხარისხის  განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამას უპირობო აკრედიტაცია 7 წლის ვადით მიენიჭა

 

პროგრამამ აკრედიტაციის ხუთივე სტანდარტში სრული შესაბამისობა მიიღო.

 

ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა 2019 წლიდან მოქმედებს, რომლის მიზანიცაა,  სასწავლო პროგრამის სტრუქტურა გულისხმობს სავალდებულო და არჩევითი საგნების იმგვარ შეთავაზებას, რომ უზრუნველყოფილ იქნას ერთის მხრივ, კონკრეტული დარგის შესაბამისი ცოდნის და უნარ-ჩვევების სრული მოცულობით ათვისება, მეორე მხრივ კი  არჩევითი საგნების იმგვარად შედგენილი ბლოკის შეთავაზება, რომ მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს თითოეული სტუდენტის პროფესიული ინტერესი და საფუძველი შეექმნას მის პრაქტიკულ თუ სამეცნიერო საქმიანობას მომავალში.

 

პროგრამის შესახებ იხილეთ ვრცლად ბმულზე.