კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ისტორიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას ხელახალი აკრედიტაცია მიენიჭა კლასტერის ვადით.
ისტორიის საბაკალავრო პროგრამის მიზანია სტუდენტისათვის საფუძვლიანი და მრავალმხრივი ისტორიული განათლების მიცემა (პოლიტიკური, სოციალური, კულტურული, ეკონომიკური ისტორიის ცოდნა) და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ცოდნის და პროფესიული უნარების მქონე ისტორიის სპეციალისტების მომზადება.