25-26 ნოემბერს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა IV საერთაშორისო სიმპოზიუმი „ქართულ-თურქული ურთერთობები XX საუკუნეში“. სიმპოზიუმის მხარდამჭერები არიან თურქეთის რესპუბლიკის ტურიზმისა და კულტურის სამინისტრო, თურქეთის რესპუბლიკის ათათურქის სახელობის კულტურის, ენისა და ისტორიის უმაღლესი საბჭო, თურქეთის საისტორიო საზოგადოება. სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ მკვლევრები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან. კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორებმა ელისაბედ მაჩიტიძემ და გურანდა ჭელიძემ წარადგინეს მოხსენება თემაზე: „IV საერთაშორისო სიმპოზიუმი „ქართულ-თურქული ურთერთობები XX საუკუნეში“.