28 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორის ჯეიმს დოტის (James Doty) საჯარო ლექცია გაიმართა.
ლექციის თემა თანაგრძნობის მეცნიერება იყო. ჯეიმს დოტი ცნობილი ნეიროქირურგი და ფილანტროპია.
მოწვეულმა სპიკერმა ისაუბრა თანაგრძნობის მნიშვნელობაზე, თუ როგორ დადებითად შეიძლება იმოქმედოს ამან ადამიანის ფსიქოლოგიაზე, რატომ არის თანაგრძნობა ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა და როგორ გვეხმარება ეს გადარჩენაში.
ჯეიმს დოტმა განიხილა უახლესი სამეცნიერო აღმოჩენები და ისაუბრა ადამიანებზე, როგორც სახეობის ევოლუციაზე. შეხვედრის ბოლოს, მოწვეულმა სტუმარმა აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა.