28 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ლექტორის, ლინგვისტის, ირაკლი სალიას მოწვევით, ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს კომპანია "იმპელის" წარმომადგენლებმა - ლინგვისტმა ანა კოლხიდაშვილმა და მანქანური სწავლების ინჟინერმა თათია წმინდაშვილმა.
სტუმრებმა აუდიტორიას გააცნეს "ჩატბოტის" შექმნის ისტორია, რომელიც აშშ-ში ავტომობილების გაყიდვისა და გაქირავების სხვადასხვა ვებ-გვერდებს ემსახურება.
"ჩატბოტის" შექმნისა და მართვის პროცესი გულისხმობს ბუნებრივი ენის დამუშავებას, მეტყველების სინთეზს, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას და სხვა. ამიტომაც ამ კომპანიის საქმიანობაში საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებთან ერთად საკვანძო ადგილი უკავიათ ასევე ლინგვისტებს, რაც თანამედროვე ეპოქაში ციფრული ჰუმანიტარის მნიშვნელობას წარმოაჩენს.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა.