15 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტს ნორჩ ისტორიკოსთა სკოლის მოსწავლეები და წარმომადგენლები ეწვივნენ.
სტუმრები აბიტურიენტების საინფორმაციო შეხვედრას დაესწრნენ, კავკასიის უნივერსიტეტის შესახებ ზოგადი ინფორმაცია მიიღეს, შეხვდნენ სკოლების დეკანებსა და წარმომადგენლებს, ასევე ისტორიის პროგრამის აკადემიურ პერსონალს.
კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორებმა, გურანდა ჭელიძემ და ზურა ბრაგვაძემ, სტუდენტებთან ერთად, სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ლექცია ჩაატარეს.
შეხვედრის ბოლოს, ნორჩ ისტორიკოსთა სკოლის მოსწავლეებსა და წარმომაგდენლებს კამპუს ტური ჩაუტარდათ.