საჯარო ლექცია "საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ახალი რეალიები"

17 მაისი 2023

კავკასიის უნივერსიტეტის ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ  ევროპის დღეების აღმნიშვნელ სხვადასხვა ღონისძიებაში.

 

16 მაისს, სტუდენტებისთვის გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე "საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ახალი რეალიები". ლექციას უძღვებოდა ქალბატონი ეკატერინე ქარდავა,  სამართლის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ჟან მონეს პროფესორი, ასოციაციის "ევროპის დროით" თავმჯდომარე.

 

საუბარი შეეხო თანამედროვე საერთაშორისო ვითარებასა და გამოწვევებს ევროკავშირის პოლიტიკაში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკასა და პრობლემებს, 12 პუნქტის შესრულების მდგომარეობას.  ლექცია წარიმართა ინტერაქტიურ რეჟიმში. სტუდენტებმა მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე.