7 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი, ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური ხელმძღვანელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გურანდა ჭელიძე მონაწილეობდა მეცნიერებათა და ტექნოლოგიების სფეროში ევროპული გაერთიანების მუშაობაში.
იგი ჩართულია ერთ-ერთი პროექტის განხორციელებაში, რომელიც თავს უყრის კონკრეტული მიმართულებით კვლევითი ინიციატივების გაერთიანებას ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ.