ფოტო-კონკურსში - „მე ვხედავ ევროპას“ – CU-ის სტუდენტმა მეორე ადგილი დაიკავა

5 ივნისი 2023

“მე ვხედავ ევროპას” - ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ ფოტოგრაფიის მოყვარულთათვის გამოცხადებულ ფოტოკონკურსში, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტმა ნათია ხვიჩავამ მეორე ადგილი დაიკავა.

 

კონკურსი მიზნად ისახავდა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის თემაზე მათ მიერ განცდილი და ფოტო კამერით დანახული დამოკიდებულების ასახვას. ნათიას ფოტო - “სიმშვიდე სიმყუდროვეშია, ერთიანობა მრავალფეროვნებაში“ - კონკურსში მონაწილე 167 ფოტოდან 13 საკონკურსო ფოტოს შორის შეირჩა. საინფორმაციო ცენტრმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ფოტოს ავტორს გადასცა პლანშეტი და სიმბოლური საჩუქრები. ვულოცავთ ნათიას ამ წარმატებას.